"ქართველი ხალხი სხვისი მსახური რატომ უნდა იყოს, როცა ჩვენს მიწა-წყალს ბევრი რამის მოცემა შეუძლია"
"გავაშენეთ სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი, რომელიც მეორე წელია მოგვყავს. გასულ წელს თითო ცალი 58-65 გრამამდე ავიდა. იმდენად დიდი იყო, გაშლილი ხელისგული ორს თუ დაიტევდა"
ლელა ქობალია და მისი ოჯახი სოფელ დარჩელში ცხოვრობენ. დაოჯახების შემდგომ ლელამ ფარმაცევტად მუშაობაზე უარი თქვა და სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. თავდაპირველად შემოსავლის წყაროდ სიმინდი და თხილი ჰქონდათ, მერე კი მარწყვის მოყვანა სცადა... მისი მეუღლე, მურად შაყლანძე, აგრონომია და ლელას ყველა ინიციატივას მხარს უჭერს, მიაჩნია, რომ ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ქალების აქტიურობა მნიშვნელოვანია, ოღონდ რამე იდეა ჰქონდეს მეუღლეს და მზად არის მხარდასაჭერად. ლელა ქობალია საქმიანობის შესახებ გვესაუბრა.
- ამჟამად რა მოგყავთ?
- ბაღჩეული და ბოსტნეული, მიწას მხოლოდ სოფლად ნაყიდი გადამწვარი ნაკელით ვანოყიერებთ. ჩვენი ბაღჩეულიც და ბოსტნეულიც ბიო უნდა იყოს, რათა თხილს ხელი არ შევუშალოთ. ხარისხიც მაღალია და გემოც სულ სხვა აქვს. გვაქვს სიმინდი როგორც თეთრი, ისე აბაშური ყვითელი. სხვადასხვა სახეობის ჰიბრიდი სიმინდი ცალკე გვაქვს. ასევე მოგვყავს საზამთრო, ნესვი, ლიმონი, ფეიხოა, კარტოფილი, კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, ლობიო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი...
- დარჩელში მოყვანილ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, ჯერ იმდენი არ მოგვყავს, რომ ევროპაში გავიტანოთ. ვნახოთ, რამდენად ინტენსიური იქნება დაინტერესება ბიოპროდუქტებით. გაისად აგროტურის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენი დამხმარე ქალები მეგრული კერძების მასტერკლასებს ჩაუტარებენ სტუმრებს.
- თუ ქალმა მეურნეობაში სიყვარული ჩადო, ყველაფერი გამოუვა. მთავარია, მობილიზებულად იმუშაოს და კარგი ორგანიზატორი იყოს.
მე აგროსიახლეებს მუდმივად ვეცნობი და ვცდილობ სხვადასხვა სასწავლო კონკურსში მივიღო მონაწილეობა. გრანტებსაც ვიღებ, ამისთვის ბიზნესგეგმებს ვწერ. გაერომ 5.000-ლარიანი ტრაქტორითაც დამასაჩუქრა. მოცვისა და ჟოლოს პლანტაციებსაც მიფინანსებენ. 6 ქალი და 3 კაცი მყავს დასაქმებული. გარდა იმისა, რომ მოჭრილ ხელფასს ვუხდი, პროდუქტებსაც ვჩუქნი. ყოველთვის ვცდილობ მათ წახალისებას, ისინიც თავს არ ზოგავენ.
- თხები და ძროხები გვყავს. ასევე ბატები, იხვები და ქათმები... 10-ლიტრიანი წველადობის ძროხები 17-18-ლიტრიანით შევცვალეთ. რძის ნაწარმს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ინდაურების გაზრდასაც ვგეგმავთ. 4000 კვმ ნაკვეთის ბადით გადახურვა გვინდა, რომ ყვავებმა და ფრინველებმა არ დაგვიგლიჯონ. დიდი ტერიტორია და გადახურვა დიდ თანხებს მოითხოვს.
სიახლეები
- “ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია” - ირაკლი კობახიძე
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
- “თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე