ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობის პროცესს დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი.
როგორც ცნობილია, ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.
საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.
ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
