ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გაეცნო , საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად. რეაბილიტაციას ,,გლობალ ბილდინგი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 72339,55 ლარია.
„გზის ამ მონაკვეთზე, ყოფილი „აისის“ ქარხანასთან, მოსახლეობა რამდენიმე წელი ითხოვდა გზის შეკეთებას. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. ხვალ კი მთლიანად დასრულდება გზის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარიც,“ - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
