საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ინტელექტუალური თამაშის თემა იყო NATO-სთან დაკავშირებული საკითხები. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებისათვის კითხვები „რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძემ, მოამზადა.საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:I ადგილი - „ანანერბე“, ქუთაისი,II-III ადგილები, თანაბარი ქულებით, ბაღდათის „მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის „ისქინეფმა“ გადაინაწილეს.ღონისძიება „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
