11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფს ჯრუჭის მონასტერში დააბრუნებენ
საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას.
ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. მონასტრის სიწმინდეების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი - სხვადასხვა მუზეუმში განთავსდა.
წმინდა გიორგის ბარელიეფი განადგურებას ისტორიკოსმა მიხეილ გოგატიშვილმა გადაარჩინა და სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში, თავისსავე დაარსებულ მუზეუმში დააბრძანა, ხვალ კი მას მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საჩხერელი ისტორიულ ადგილზე დააბრუნებს.
ჯრუჭის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
