გიორგი კიკნაძის კვარტეტი' საქართველოში ‘paysage’ ჯაზ კონცერტების სერიას მართავს
ჯაზ კონცერტების სერია სტარტს ქუთაისში აიღებს. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ კონცერტში კვარტეტის კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.
გიორგი კიკნაძის კვარტეტი კონცერტებს გამართავს, ასევე, თელავში (12 ოქტომბერი) და თბილისში (14 ოქტომბერი).
გიორგი კიკნაძე, ქართველი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, საქართველოში დაიბადა და გერმანიაში მოღვაწეობს. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიის ქალაქ ლიუბეკში წლების წინ გადავიდა, დაამთავრა ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი. ის ქართველი კომპოზიტორის, რეზო კიკნაძის შვილია.
მუსიკოსი ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე, ანა-ლენა შნაბელის და გაბრიელ კობურგერის ბენდების წევრია, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვა.
გიორგიმ სადებიუტო ალბომი ‘paysage’ თავის დიდი ხნის კოლეგებთან და მეგობრებთან, საქსოფონისტ ფრანკ დელესთან, პიანისტ ლუკას კლაპთან და დრამერ კონრად ულრიხთან ერთად ჩაწერა. ჩანაწერი სავსეა მიძღვნებით. ერთი მხრივ ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც კომპოზიტორს აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან კომპოზიტორი ალბან ბერგი, პისტოლიერო, უაილდ ბილ ჰიკოკი. მეორე მხრივ კი ჩანაწერი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც გიორგის ორი სამშობლოდან, საქართველოდან და გერმანიიდან, სრულიად განსხვავებული ქვეყნებიდან არიან და რომელთაც გიორგი მეგობრებად და ოჯახის წევრებად მიიჩნევს.
გიორგი კიკნაძის კვარტეტი:
? გიორგი კიკნაძე - კონტრაბასი, კომპოზიტორი
? ფრანკ დელე - საქსოფონი
? ლუკას კლაპი - როიალი
? კონრად ულრიხი - დასარტყამი
Paysage კონცერტების სერიის ორგანიზატორია Kavkazz Jazz.
კონცერტების სერია ტარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
პარტნიორები: Mercury Hotel და Ibis Styles Tbilisi Center.
სიახლეები
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"
- "რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას” - ზურაბ ჯაფარიძე
- "პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!