იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა
დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.
რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.
იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ პერიოდიდან ოთხი წელი - რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე. ლევან კიკნაველიძე დღემდე „ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
