ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბატონი მამუკა ცოტნიაშვილი არ იქნება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პირველ რიგში ვიტყვით, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა, ამ გადაწყვეტილების მიმღები პირის, კაცს რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ხონის დევნილთა დასახლებაში განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებში, დღიდან მისი დანიშვნისა სისტემატურად სტუმრობდა დასახლებას და უამრავი პრობლემა გადაჭრა, როგორც ინდივიდუალური ასევე საერთო, წლების მანძილზე მოუგვარებელი, ის ჩვენთვის არის სანიმუშო სახელმწიფო მოხელე და ასეთად წარმოგვიდგენია ხელისუფლების მაღალი რანგის პირი, თუმცა მსგავსი პიროვნებები იშვიათად არიან ჩვენს რეალობაში. გვინდა წარმატებები უსურვოთ ბატონ მამუკას და მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ საქმეში რაც მან, მისმა საქმიანობამ მოუტანა დევნილ საზოგადოებას,"- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
