"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე სიმართლეს არ შეესაბამება"- ქუთაისის მერია
"გოგი წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამივლინებო ხარჯებზე არ შეესაბამება სიმართლეს,"- აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს.
"პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ, ქუთაისის მერიას, მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა, რომ ქალაქის მერიას მიეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, თუ რა თანხა დაიხარჯა მივლინებებში 2014 წელს.
დღეს, გიორგი წულაიამ ჟურნალისტებსმიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს.
რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა," - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
