ქუთაისის ოპერის თეტარი 50-ე სეზონს გიორგი ჩლაიძის ოპერით „დარისპანის გასაჭირი“ დახურავს
18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეტარი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.
წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი" (დამდგმელი დირიჟორი - ლევან ჯაგაევი, დამდგმელი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი - ირინე ლომინაძე).
სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო), თეატრის გუნდი და ორკესტრი. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.
დასაწყისი 18 საათზე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
