გრიგოლ გიორგაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ქუთაისსა და სამტრედიაში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნგრევადი ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
245 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები წლის ბოლომდე გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
