ქუთაისისა და ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფება

„ქუთაისისა და საბერძნეთის ქალაქ  ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, თანამშრომლობის   განახლების მიზნით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქართული დელეგაცია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 ნოემბერს, ნიკეას მუნიციპალიტეტში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და ნიკეას მერმა კონსტანტინოს მარაგიკისმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ქუთაისსა და ნიკეას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

„მხარეებმა სურვილი გამოთქვეს, ითანამშრომლონ კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტის,  ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ადგილობრივი თვითმმართველობების გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ქუთაისსა და ნიკეას უკვე 40 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ქუთაისის ერთ-ერთ ყველზე დიდსა და ლამაზ უბანს ნიკეას სახელი ჰქვია, ხოლო ნიკეაში არის ქუთაისის ქუჩა. სწორედ ამ მეგობრობის განსამტკიცებლად  ვეწვიეთ საბერძნეთს და ნიკეას მერთან, კონსტანტინოს მარაგიკისთან ერთად ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის განახლებას გულისხმობს.

ნიკეაში ვიმყოფებოდით ოფიციალური დელეგაციით, პარლამენტის წევრებთან ზაზა ლომინაძესა და გივი ჭიჭინაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად.

მაღალ დონეზე ორგანიზებული შეხვედრებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთში ლევან ბერიძეს და ათენის ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ნანა თევდორაძეს“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის და ნიკეას მუნიციპალიტეტების დამეგობრების 40 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ნიკეაში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

წაკითხვა 131 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.