ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო.
დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა. ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, საკრებულოს წევრებმა და ჩოხოსნებმა, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მძიმე ტექნიკაა გამოფენილი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
