პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს (ვიდეო)
პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილს, პოლიციის თანხლებით განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს, ტრაქტორს და დაწვეს. ვიდრე ისინი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას შეძლებდნენ, ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო ორი მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოაქციონ 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.
ჰესის მშენებელი კომპანიის მფლობელის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და ტექნიკის დაწვის შედეგად, მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიიღეს.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს