ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა
ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა. აღნიშნული კონკურსი წელს საიუბილეოა და ქუთაისი უკვე მეათედ მასპინძლობს მას. საერთაშორისო ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
„მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციაა ქუთაისისთვის. 10 წელია ჩვენი ქალაქი და ეს კონკურსი მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან - როგორც კონკურსანტებს, ასევე, ჟიურის წევრებს.
ნიშანდობლივია, რომ წელს კონკურსი ეძღვნება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაარსების 105 წლისთავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით და სრულიად განვაახლეთ ეს დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე სკოლა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერა კონკურსს დაარსების დღიდანვე აქვს.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
წლევანდელი კონკურსი 1-6 აპრილს გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსები არიან. ჟიურის თავმჯდომარეა პარიზის კონსერვატორიის პროფესორი გოგლა ქაცარავა. ასევე, ჟიურის წევრები არიან პორტუგალიელი პიანისტი ჟოა კოსტა ფერეირა, იტალიელი პიანისტი და ბერგამოს მუსიკალური აკადემიის პროფესორი ჩაო ტანგი და ცნობილი პიანისტი მატეო კორიო.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის პარალელურად საჯარო მასტერკლასები ჩატარდება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
