დავით ერემეიშვილი და ზაზა ლომინაძე ქუთაისელ წარმატებულ მოკრივეებს შეხვდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისელ წარმატებულ მოკრივეებს შეხვდნენ.
ფოთში გამართულ ოლიმპიური პრიზიორის ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, აკაკი კაკაურიძის სახელობის #18 სპორტსკოლის მოკრივეებმა შეჯიბრში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ტურნირზე ქუთაისელმა მოკრივეებმა 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
