ქუთაისის მერმა რუსთაველისა და ტაბიძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე იუზა უგულავამ, რუსთაველის გამზირისა და ტაბიძის ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
რუსთაველის გამზირზე, ფეხით სავალი ბილიკების რეაბილიტაციის პარალელურად, წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომელიც მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს ტაბიძის ქუჩის სამუშაოები. წესრიგდება სანიაღვრე, საფეხმავლო ბილიკები და გზის საფარი, აქვე პარალელურად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი. ტაბიძის ქუჩის პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს, სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია.

სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
