ქუთაისში ტურისტული გიდებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით ტრენინგი იმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ მიმდინარეობს.
სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები წაიკითხავენ, განკუთვნილია ტურისტული გიდებისთვის და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
ტრენინგის გახსნას, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თალთვაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
3 დღის განმავლობაში მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან, ასევე სამართლებრივი და საკონსულო საკითხები.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
