ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , ლილი ნუცუბიძის ქუჩაზე, ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტირებული შენობა მოინახულეს. შენობაში მოეწყო რამდენიმე სივრცე - მისაღები, საკონფერენეციო, სამუშაო, სამზარეულო ოთახები, შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა ფასადი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულებაა 1 036 962 ლარი.
მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი, დანიელ ჭონქაძის ქუჩისა და ავტომშენებლის გამზირის გასწვრივ მდებარე მონაკვეთზე. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ოღასკურას კალაპოტისა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის სტიქიის ფონდიდან 4 133 331 ლარია განსაზღვრული.
დაწყებულია მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქუჩაზე მოეწყობა ასფალტბეტონის საფარი, ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი. მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 948 654 ლარია გამოყოფილი.
სიახლეები
- “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
- “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად
- „მთელი გულით მზად ვარ იმ გზისთვის, რომელიც წინ მელოდება“ - ნანა კუხალეიშვილი
- "ბიძინა დავამარცხოთ-თქო, პროტესტი გავააქტიუროთ-თქო, მგელს პირში ვუვარდები და აქეთ „ოპოზიციურ“ ველზე გამოჩნდნენ ნოსტრადამუსები"