ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ.
2024 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 45 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი.
მნიშვნელოვნად განახლდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და შეიქმნა რეკრეაციული სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურისა და სპორტის ობიექტებს, ფასადებს, ღვარსადენებს, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს საფიჩხიის ადმინისტრაციულ ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, განახლდება სკვერი, მოეწყობა მწვანე კუნძული, გაზონები და განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიმდებარე კორპუსის ფასადს. აღნიშნული პროექტი რგპფ-ის მიერ 555 377 ლარით არის დაფინანსებული.
დაწყებულია მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას და ეზოს, იქვე არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქციებს. პროექტის ღირებულებაა 2 700 000 ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
დასასრულს უახლოვდება ბალანჩივაძის ქუჩაზე , საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერის და მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, განახლებული სარეკრეაციო სივრცე სხვადასხვა ასაკის ადამიანებზეა გათვლილი.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში