დავით ერემეიშვილმა და მამუკა ხიმშიაშვილმა ძიუდოში ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორს საბა ქარდავას უმასპინძლეს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ძიუდოში ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორს საბა ქარდავას უმასპინძლეს.
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში 2 - დან 5 ოქტომბრის ჩათვლით ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეშში მიმდინარეობდა, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენმა საბა ქარდავამ (მწვრთნელი - ამირან მამრიკიშვილი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დავით ერემეიშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა ახალგაზრდა ძიუდოისტს. საბა ქარდავამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან წარმატებული სპორტსმენებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოც მიიღო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
