დავით ერემეიშვილი, ზაზა ლომინაძე და ირაკლი შენგელია ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
ბანაკი ყოველწლიურად ქუთაისის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის ეწყობა.
ბაკურიანში შეკრებილი ბანაკის ხელმძღვანელები და მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საბანაკო ცხოვრების შესახებ ესაუბრნენ.
ქალაქის პირველმა პირებმა ბავშვებს ის პროგრამები გააცნეს, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებისთვის ხორციელდება. საზაფხულო ბანაკი ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებისთვის 15- დან 29 აგვისტომდე, ორ ნაკადად ფუნქციონირებს და ქუთაისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
