სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს:
"მოსახლეობის საყურადღებოდ!
პარასკევს , 16 აგვისტოს, 22 :00 საათიდან , სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ ქუთაისში: ნიკეას, მუხნარის, სულხან - საბას, ავტოქარხნისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე დაგეგმილი აქვს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა.
ტერიტორიები დამუშავდება თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით.
შეწამლვის დაწყება წინასწარ, ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ეცნობება მოსახლეობას‼️
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე.
გთხოვთ, დახუროთ კარ-ფანჯრები 15-20 წუთის განმავლობაში‼️
წვიმის ან ძლიერი ქარის შემთხვევაში წამლობა არ განხორციელდება!" - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
