პანკისის სოფელ წინუბანში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა გარდაიცვალა.
როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას - ბავშვი ხიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ტანსაცმლით ტოტს გამოედო და დაიხრჩო.
ბავშვის ცხედარი ოჯახის წევრებმა ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
