იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და ქუთაისის მერი ლატვიის ელჩს შეხვდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდნენ.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის, საქართველოსა და ლატვიას შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
მათივე ცნობით, ზვიად შალამბერიძე გაცნობითი სახის შეხვედრაზე ელჩს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმერეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში ტურისტული ლოკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე და გაფართოებაზე. დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს.
ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ დანერგილ პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
