ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სქემა დროებით შეიცვლება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება.
ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოხდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის და პარკირების დროებითი შეზღუდვა.
24 მაისს, 08:00 საათიდან 17:00 საათამდე, TBC ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე (წერეთლის N2) შეიზღუდება პარკირება და გზა ნაწილობრივ გადაიკეტება, ხოლო 18:00 საათიდან, აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა სრულად შეწყდება.
25 მაისს, 08:00 საათიდან 26 მაისის ღონისძიების დასრულებამდე, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება.
26 მაისს, 08:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, გზა სრულად დაიკეტება ფალიაშვილის ქუჩაზე ( შუქნიშნამდე).
შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სქემა:
N 1L, N 4 და N 5 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) - წერეთლის ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - წითელი ხიდი.
N 19 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს: წერეთლის ქუჩა - მანდარიას ქუჩა - სოლომონ პირველის ქუჩა - საფიჩხიის მოედანი.
N 20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.
N6 და N 106 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ვარლამიშვილის ქუჩისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით.
N 3, N 41 და N 113 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით.
N 126 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდით.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში