დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" გაიმართა
დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ქუთაისში, თეთრ ხიდზე, გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.
"23-ე დღეა ქუთაისი აპროტესტებს კანონპროექტს" უცხოური გავლენის გამჭვირველობის შესახებ" ვცდილობთ რომ ჩვენი ხმა ქალაქის ყველა უბანს მივაწვდინოთ, დღეს კი ისტორიული ქალაქის ისტორიული ხიდიდან გავუშვით გზავნილი " კი ევროპას - არა რუსულ კანონს",- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში "სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა თეონა გოგიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
