3 აპრილს ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
3 აპრილს ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.
დაგეგმე შენი მომავალი, მოდი ღონისძიებაზე, შეხვდი 35 კომპანიის წარმომადგენელს და 350 ვაკანსიიდან შეარჩიე შენთვის სასურველი. ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი, ასევე მარკეტინგის, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულება და წარმოება.
ქუთაისის დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ახალი საგამოფენო სივრცე იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაში პირველად მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.მოეწყობა გამოფენა, სადაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები საკუთარ სასწავლო კურსებსა და ფაკულტეტებს აბიტურიენტებს და სწავლით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ.
თარიღი - 3 აპრილი; დრო - 14:00-16:00 საათი; მისამართი - ქუთაისი, სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ’’, მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N2.
ქუთაისის დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით იმართება. არ გამოტოვო შესაძლებლობა, ერთიან სივრცეში მიიღო ინფორმაცია სწავლის შესახებ და იპოვო სასურველი სამსახური! ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა!
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
