ქუთაისის მერიაში უცხოელ პარტნიორებს უმასპინძლეს
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის CDI-ის ვიცე-პრეზიდენტთან კუ ჯიანთან, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტთან მარია პია ანკორასთან და რეგიონული განვითარებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, CDI-ს ინოვაციური სისტემები საერთაშორისო ინდუსტრიული პარკის დეველოპერებს სტრატეგიულ დაგეგმვასა და მდგრად განვითარებაში ეხმარება, ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და საერთაშორისო თანამშრომლობას.
„იოსებ ხახალეიშვილმა სტუმრებს გააცნო ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები, ისაუბრა ქუთაისისა და ჩინეთის დამეგობრებული ქალაქების (სიანი, ნანჩანგი) პარტნიორულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ქუთაისის მერმა და მერის მოადგილემ, ასევე, უმასპინძლეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს.
სააგენტო ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად ახორციელებს მისიას საქართველოში, რაც გულისხმობს ურბანული პროექტების დაფინანსებაზე ინიციატივის წარდგენას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. სტუმრებმა ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 5 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა) ხორციელდება, განიხილეს სამიზნე მუნიციპალიტეტების ტექნიკური მხარდაჭერის გეგმა. ქალაქის მერმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით, ქალაქში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრად და საერთაშორისო ლოჯისტიკურ ჰაბად (ე.წ. „დიდი ქუთაისი - big Kutaisi" ) ჩამოყალიბების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
