ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა
ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მატარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებთან იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი საკუთარი ძალებით დატოვეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა”,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
