სტიქიის ზონაში დახოცილი პირუტყვის ლეშის მასალები კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიის ზონაში დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეშის ამოღება, ვეტერინარული ზედამხედველობით შესაბამის ორმოში განთავსება და დეზინფექცია ხდება, ხოლო პრევენციის მიზნით, მასალები შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
"სტიქიის ზონაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთეული მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომელიც მეწყერსაშიში ზონიდან არის გამოტანილი და მოხვდნენ მდინარის ხეობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახური ახორციელებს ამ ცხოველების ლეშის ამოღებას და შესაბამის ორმოში განთავსებას ვეტერინარიული ზედამხედველობის ქვეშ. იქ უკეთებენ დეზინფექციას. პრევენციის მიზნით ვიღებთ 10 მასალას ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. რეგიონი სუფთაა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ. არაა რაიმე სახის დაავადების კერა, არ გამოიხატება დაავადების მიმართ რაიმე სახის დამახასიათებელი კერა, მაგრამ ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც ვიღებთ და ვაგზავნით ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. არ არის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ამასაც მაინც სანიტარული ნორმების დაცვით უნდა ამოღება და განთავსება. მეპატრონეებთან გვქონდა გასაუბრება და როგორც გვეუბნებიან, დიდი რაოდენობით არაა, ერთეული შემთხვევებია, შეიძლება, სამი, მაქსიმუმ ხუთი იყოს დაკარგული. აბსოლუტურად არ ახასიათებს არცერთი სახის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. სტიქიის ზონაში არიან დაზიანებული, დამხრჩვალი და შემდეგ უკვე მოხვედრილია მდინარეში", - განაცხადა გაბრიელ ჩიკვაიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
