ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ
ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ. ამ შინაარსის პოსტერები დილით ქუთაისელებს ქალაქის ქუჩებში დახვდათ.
როგორც მოძრაობის “ დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები აცხადებენ, ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის, რომელიც 12 მარტს, 13 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება. პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ. ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს