ქუთაისში წარმატებული ქალების სახელობითი დაფა გაიხსნა
ქუთაისში ქალთა დღესთან დაკავშირებით, იმ წარმატებული ქუთაისელი ქალების სახელობითი დაფა გაიხსნა, რომლებიც მე-3 სკოლაში სწავლობდნენ.
ოპერის თეატრიდან, მე-3 სკოლამდე თეატრალიზებული ფემინისტური მსვლელობა გაიმართა. ხუთმა სპიკერმა ქალმა, იმ ცნობილი ქუთაისელი ქალბატონების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა, რომელიც ასევე მე-3 სკოლაში სწავლობდა. სკოლასთან შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ. ღონისძიების დასასრულს ქალაქის მერმა, "საქართველოს ვარსკვლავის" 2 მონაწილეს, თამარ ლაჭყებიანს და გიორგი ფრუიძეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილეების მუსიკალური ნომრებით დასრულდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
