ქუთაისის საცურაო აუზზე რეგისტრაცია დაიწყო
ქუთაისის საცურაო აუზზე რეგისტრაცია დაიწყო.
დღეს გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა აუზის დირექტორი მიხეილ გიორგაძე წარადგინა, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და სიახლეებს, რასაც აუზის ადმინისტრაცია მომხმარებელს შესთავაზებს.
დღესვე საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები.
ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში ასევე მოეწყო, მცირე აუზი ბავშვებისთვის, სავარჯიშო დარბაზი და გასახდელები.
ქუთაისის საცურაო აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე პროფესიონალი სპორტსმენები.
აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
