ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს და კომპენსაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 12 ივნისს ქარხანა მოულოდნელად დაიხურა, თანამშრომლები კი ხელფასის და კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.
ამასთან, მათივე თქმით, 400 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.
როგორც ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, მეტალურგიულ ქარხანაში გარემოს დაცვის და შრომის ინსპექციის სამსახურები შევიდა. მათივე შეფასებით, შპს „ამბიკონ სტილსის" ვერ იცავს შრომის უსაფრთხოების და ეკოლოგიის დაცვის მოთხოვნებს.
დასაქმებულთა მოთხოვნებს კომპანიაში ჯერჯერობით არ პასუხობენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
