ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამხრე კამერები გადაეცა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სამხრე კამერები გადაეცა.
ტექნიკა გრანტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის "გაეროს განვითარების პროგრამამ" შეიძინა. სამხრე კამერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გადასცეს. ტექნიკა "გაეროს განვითარების პროგრამამ" ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში შეიძინა. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელსაც ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააჩნია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
