პრემიერ-მინისტრი უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენებულ ობიექტებს და იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად აშენებულ ობიექტებს დაათვალიერებს.
მთავრობის მეთაური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები, გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების. სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებაში თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის. დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედ სარეკლამო კედლები.
პრემიერ-მინისტრი მიხეილ მესხის სტადიონის დათვალიერების შემდეგ იმერეთში გაემგზავრება, სადაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას დაათვალიერებს.
პრემიერი სპორტულ ობიექტებთან ერთად იმერეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა.
საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
