ქუთაისში სტუმრად ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმყოფებოდა
ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს ევროკავშირის მხარდაჭერით ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ.
ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული.
ქუთაისის მერმა, იმერეთის გუბერნატორმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. დაათვალიერეს რეაბილიტირებული ასსაფეხურიანი კიბე.
ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები და ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა