ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-17 სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-17 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
სხდომაზე დამტკიცებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი.
ცვლილება შევიდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ცვლილების მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერებული მშენებლობების კონტროლის პროცესის გაუმჯობესება. ასევე კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული, შეჩერებული მშენებლობების გაგრძელების ფაქტები.
ცვლილება შევიდა ქუთაისის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში, რომელიც 2021-2024 წლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ნუსხას დაემატა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია.
საკრებულოს სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო 2022 წლის ანგარიში.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დავით ხახალეიშვილის სახელი მიენიჭება, ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის შემაერთებელ მონაკვეთს.
დღის წესრიგის თანახმად წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების გეგმის კონცეფცია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
