ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ქუთაისის საკრებულოს იმიტირებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები მოსწავლეთა მიერ იყო ინიცირებული.
საკრებულოს იმიტირებულ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს წევრები, მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ ჭაბუკიანი, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები დაესწრნენ.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ამოწურვის შემდეგ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„დღევანდელი დღე რამდენიმე ფაქტორით არის გამორჩეული. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, მათ მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. ეს არის გამორჩეული მაგალითი იმისა , მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მე-3 საჯარო სკოლასა და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ნამდვილად იქნება შედეგზე ორიენტირებული,"-განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
იმიტირებული სხდომის შესახებ ასევე, FirstNews.ge-თან წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა გალდავამ ისაუბრა:
„დღეს ჩვენ ვატარებთ იმიტირებულ საკრებულოს სხდომას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის მართვაში, ჩვენს თანატოლებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ცნობიერების ამაღლებას,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ანა გალდავამ.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
