იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა.
მხარის გუბერნატორმა უამინდობით შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მერებს შესაბამისი დავალებები მისცა, რათა დროულად მოხდეს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და მოქალქეებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება.
იმერეთის მასშტაბით თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე 101 სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 101 სპეც ტექნიკა მუშაობს. თუმცა სამუშაოებს უხვი ნალექი აფერხებს. მეოთხე დღეა იმერეთში ინტენსიურად თოვს.
იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა თითქმის ორ მეტრს მიაღწია.
უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 000 -მდე აბონენტს. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები ავარიულ ლოკაციებზე აქტიურად მუშაობენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
