ქუთაისში, სიყვარულის დღისადმი დაგეგმილი აქტივობები გადაიდო
ქუთაისში, უამინდობის გამო, ე.წ. ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაუქმდა.
DMO იმერეთის ინფორმაციით, 14 თებერვალს დაგეგმილი აქტივობები გაზაფხულზე, 15 აპრილს ჩატარდება, როდესაც საქართველოში ასევე სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
„უამინდობის გამო, იძულებული გავხდით შეგვეცვალა სიყვარულის დღის აღსანიშნავად ჩაფიქრებული პერფორმანსისა და სამახსოვრო ფოტო-სივრცის მოწყობის თარიღი.
ვინაიდან, ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით, ფოტო-სივრცის სილამაზისათვის აუცილებელი ჰელიუმის ბუშტები ვერ უძლებენ მსგავს ნალექს, ტენსა და ყინვას, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება გაზაფხულზე, სიყვარულის დღეს, 15 აპრილს“,- აღნიშნულია DMO იმერეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 თებერვალს ქუთაისში შემდეგი აქტივობები იყო დაგეგმილი:
11:00 საათიდან შთამბეჭდავი სივრცე დაუვიწყარი ფოტოესესიისთვის;
13:00 საათიდან კუპიდონების თეატრალიზებული პერფორმანსი;
14:00 საათიდან DJ გიგა პაპასკირის მუსიკა;
17:00 საათზე, კონცერტის დასასრულს, ცაში გულების გაშვება.
სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან უნდა ჩატარებულიყო.
ინტენსიური თოვა ქუთაისში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო.
მერიის ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ძლიერ თოვას სინოპტიკოსები 18 თებერვლამდე პროგნოზირებენ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
