"დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის" - იოსებ ხახალეიშვილი
8 თებერვალს წმინდანად შერაცხული ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. „დავითობას“ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქუთაისში.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა და ჩოხოსნებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
„დავითობის“ დღესასწაულს გილოცავთ გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან! საქართველოს ყველაზე გამორჩეულმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა გააერთიანა და გააძლიერა ჩვენი ქვეყანა. მის სახელს უკავშირდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები, დიადი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, გელათის მშენებელობა, „გალობანი სინანულისანი“.
„დავითობა“ განსაკუთრებული დღეა ქუთაისისთვის, რადგან მეფეთ- მეფემ სწორედ ჩვენი ქალაქიდან ჩაუყარა საფუძველი ყველა საარაკო გამარჯვებას.
დღეს პატივი მივაგეთ დიდი მეფის ხსოვნას, ყვავილებით შევამკეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი.
წმინდა დავით მეფის მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს! "-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
