„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენა" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორშაბათის სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურების და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები.
მერმა ძლიერი ქარით დაზიანებულ შენობებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესახებ შესაბამისი სამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია.
„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ორშაბათის სამუშაო შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ქალაქში დაზიანებული კორპუსების შეკეთება, უმეტესად მთლიანად შესაცვლელია სახურავები და ეს პროცესი უცებ ვერ დასრულდება, მით უმეტეს, რომ ამინდიც არ გვიწყობს ხელს.
სახურავის აღდგენა მიმდინარეობდა ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისშიც, მაგრამ გუშინ გაწვიმდა და ჩვენ საცხოვრისის მობინადრეები დროებით გადავიყვანეთ სასტუმროში. როგორც კი დასრულდება საცხოვრისის სახურავის შეკეთება, მათ ისევ დავაბრუნებთ თავიანთ ბინებში,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
თათბირზე ისაუბრეს ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
