საგარეჯოში დაჭრილი პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი შემოყვანილი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია თბილისში. მას აღენიშნებოდა თვალის ზედაპირული ტრავმა. დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
