საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე , დროებით დაიკეტება ქუჩის გარკვეული მონაკვეთი.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე, ხორავას ქუჩიდან ჭავჭავაძის N34 კორპუსამდე.
შესაბამისად, ცვლილება იქნება სატრანსპორტო სქემაშიც:
N 1 მარცხენა, ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირი, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი. ჭავჭავაძის გამზირი - ლ. ასათიანის ქუჩისკენ.
N 1 მარჯვენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 10 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას გამზ, ი. ჭავჭავაძის გამზ (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 20 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან- სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზ. გამსახურდიას გამზ., ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 25 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირიდან, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი.ჭავჭავაძის გამზირით და სვლას განაგრძობს დადგენილი სვლაგეზით.
N 31 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირით უკან, დადგენილი სვლაგეზით.
N 41 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე.
N118- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზ. გამსახურდიას გამზირით, ჭავჭავაძის გამზ. (სადგურის მიმდებარედ) და უკან, დადგენილი სვლაგეზით.
N 126- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზ. მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირი, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ი. ჭავჭავაძის გამზირის გავლით ლ. ასათიანის ქუჩისკენ, დადგენილი სვლაგეზით.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს