ქუთაისის მერია ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს, - აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
პროგრამა, დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს. ქუთაისის მერის ინიცირებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდება.
ამ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს. ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.
ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
