"მინდა მივულოცო სტუდენტებს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
იოსებ ხახალეიშვილმა 13 სტუდენტს, რომლებიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100% -იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ, საჩუქრები გადასცა.
„დღეს ქვეყნის ძალიან ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მინდა მივულოცო სტუდენტებს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება, ასევე ვულოცავ უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას.
წარმატებული იყოს მათთვის ეს სასწავლო წელი. საინტერესო და მრავალფეროვან სტუდენტობას ვუსურვებ!“- განაცხადა ქუთაისის მერმა.
სიახლეები
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს