ქუთაისის მერია მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს
ქუთაისის მერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოქალაქეებს ახალ, ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს.
www.kutaisi.gov.ge ზე, 2019 წლის იანვრის თვიდან, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული ფორმით მიმართონ სოციალურ სამსახურს.
რაც შეეხება ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ელექტრონულ სისტემას, რომელიც ასევე პროექტის ნაწილს წარმოადგენს, ის სატესტო რეჟიმში თებერვლიდან ამუშავდება.
ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის ამაღლებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ქუთაისს გადაეცა სამხრე კამერები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთათვის და ვიდეო კამერები – სოციალური სამსახურის შენობის აღჭურვისათვის.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა წარმატებულად თანამშრომლობს წლების მანძილზე. 2017-2018 წელს გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის რეგიონალურ ჰაბთან თანამშრომლობით და რუმინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი, რომლის შედაგადაც ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტის მიზანია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ღიაობის და გამჭვირვალობის გაზრდა, მოქალაქეთ ჩართულობის ხარისხის ამაღლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს სახით.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო