ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
"აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დავადასტუროთ ჩვენი ერთობა. ამ მოცემულობაში ერთიანები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს ვიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. იმიტომ რომ ხელისუფლებას ვუთხრათ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა დაიდოს, რომელიც იქნება გაწერილი დროში და ჩვენ შევძლებთ მიღებული საშინაო დავალების მაქსიმალურად შესრულებას, მით უფრო რომ ეს დავალება მთლიანად წაადგება ჩვენს საერთო ინტერესს. იმისთვის, რომ გავხდეთ მეტად დემოკრატიულები, რომ არ გვქონდეს ასეთი მყიფე დემოკრატია და რომ არ ვიყოთ მუდმივად საშიშროების წინაშე და ჩვენი განვითარება შეუქცევადი იყოს.
გარდა ამისა, მე მივყვები და ვუერთდები იმ გზას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაკვალეს და მე არ ჩამოვთვლი თითოეულ მათგანს, რომლის მხრებზეც დგას დღევანდელი ჩვენი საქართველო და რომლებმაც თავიანთი ცოდნით, ინტელექტით, შრომით მოიტანეს ქართული მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება და ზოგადად ეს საქართველო. ეს იმ განათლებით, რომელიც მათ ევროპაში მიიღეს.
შორეული მე-12 საუკუნიდან, რომ დავიწყოთ, რამდენჯერაც ამ გზას გადაუხვიეს, იმდენჯერ ლამის უფსკრულში გადავიჩეხეთ. კიდევ ერთხელ მსგავსი ცდები არ გვინდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში მედიამენეჯერმა ნანა თოჩხუამ.
ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის მათე ჩაფიჩაძის თქმით, ეს შეკრება პირველ რიგში, ქართველი ხალხის გამოხატულებაა იმაზე, რომ ყველას ერთად ისტორიული არჩევანი გვაქვს, რომელიც კონსტიტუციით გავამყარეთ და ეს არჩევანი უბრალოდ შეუცვლელია.
"ყველას და მათ შორის პირველ რიგში ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს, რომ ჩვენ ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ არამარტო ხელისუფლებას, პირველ რიგში, ალბათ ევროკავშირს გვინდა დავანახოთ ის, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანი ევროპაა.
ჩვენ ევროპაში ვიყავით, თავს ვგრძნობთ როგორც ევროპელები. ჩვენი მომავალი მთლიანად დაკავშირებულია ევროპასთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში მათე ჩაფიჩაძემ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"